კომპიუტერული ტექნიკოსი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200+ ₾
- მისამართი
- თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 53ბ
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 11:00-20:00, შაბ-კვ 12:00-18:00
სრული აღწერა
Gamers • გეიმერს ეძებს კომპიუტერულ ტექნიკოსს.
თუ კომპიუტერების აწყობა, დიაგნოსტიკა და გამართვა შენი საქმეა, შემოუერთდი Gamers.ge-ს გუნდს. ვეძებთ ადამიანს, რომელიც ტექნიკას ფრთხილად ეპყრობა, პრობლემის მიზეზს არკვევს და საკუთარ ნამუშევარს თავად ამოწმებს.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერების აწყობა და განახლება კომპონენტების თავსებადობის გათვალისწინებით
- კომპიუტერების, ცალკეული ნაწილებისა და პერიფერიის დიაგნოსტიკა და ტესტირება
- წმენდა, თერმოპასტის შეცვლა და გაგრილების სისტემების მომსახურება
- Windows-ის, დრაივერებისა და საჭირო პროგრამების დაყენება და გამართვა
- მეორადი და Trade-in ტექნიკის შემოწმება: მდგომარეობის, მახასიათებლებისა და ხარვეზების ზუსტი აღწერა
- ტექნიკის გასაყიდად მომზადება და მომხმარებლისთვის გადაცემამდე საბოლოო კონტროლი
- შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და განცხადებებისთვის ტექნიკური მონაცემების შედგენა
რას ველით შენგან:
- კომპიუტერის აწყობისა და გაუმართაობის დიაგნოსტიკის პრაქტიკულ ცოდნას
- კომპონენტების თავსებადობისა და მუშაობის პრინციპების გაგებას
- სატესტო პროგრამებთან მუშაობისა და შედეგების შეფასების უნარს
- პუნქტუალურობასა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას
უპირატესობაა გეიმინგ კომპიუტერებთან და მეორად ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება.
ხელფასი: 1 200 ლარიდან
გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 11:00-20:00, შაბ-კვ 12:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 53ბ
დაგაინტერესა? გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვიყევი შენი გამოცდილების შესახებ და დაწერე, რომელ სამუშაოებს ასრულებ დამოუკიდებლად: info@gamers.ge
წერილის სათაურში მიუთითე: "კომპიუტერული ტექნიკოსი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
