კომპენსაციების და ბენეფიტების მენეჯერი
- მთავარი მოთხოვნა
- კომპენსაციისა და ანაზღაურების ძირითადი პრინციპების ცოდნა
სრული აღწერა
კომპანია "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას "კომპენსაციების და ბენეფიტების მენეჯერის" პოზიციაზე.
როლის მიზანი:
კომპანიის თანამშრომელთა კომპენსაციებისა და ბენეფიტების ეფექტიანი მართვა, შიდა სამართლიანობის უზრუნველყოფა, ანაზღაურებასთან დაკავშირებული მონაცემების სიზუსტისა და დროული დამუშავების უზრუნველყოფა, კომპენსაციებისა და ბენეფიტების პროცესების შესაბამისობა კომპანიის პოლიტიკებთან, პროცედურებსა და მოქმედ კანონმდებლობასთან.
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
- კომპენსაციებისა და ანაზღაურების სისტემის მართვა
- კომპენსაციებისა და ბენეფიტების პროცესების მართვა და შესაბამისი პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა.
- თანამშრომელთა ანაზღაურების შიდა სამართლიანობისა და საბაზრო მაჩვენებლებთან შესაბამისობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
- პოზიციების რანგირების/გრეიდინგის სისტემის მართვა და მისი ანაზღაურების სისტემასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- თანამშრომელთა ხელფასების, დანამატების, პრემიების, ბონუსებისა და სხვა ანაზღაურების ელემენტების ანალიზი და განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება.
- კომპენსაციებთან და ბენეფიტებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ინიციატივებისა და რეკომენდაციების მომზადება დამტკიცებული ანაზღაურების პოლიტიკის ფარგლებში, წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
- სახელფასო და ცვლადი ანაზღაურების პროცესების მართვა
- თანამშრომელთა/მომსახურების გამწევ პირთა ანაზღაურების პროცესის მართვა, მათ შორის სახელფასო უწყისებისა და გადარიცხვისთვის საჭირო ფაილების მომზადება და მონაცემების სისწორის უზრუნველყოფა.
- სახელფასო პროცესისთვის საჭირო მონაცემების მომზადება, გადამოწმება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაცია.
- ბონუსების, პრემიებისა და სხვა ცვლადი ანაზღაურების ადმინისტრირება კომპანიაში დამტკიცებული წესების შესაბამისად.
- ბაზრისა და კომპენსაციების ანალიზი
- ბაზარზე სახელფასო კვლევის მონაცემების აგრეგაცია და ანალიზი, კომპანიის ანაზღაურების კონკურენტუნარიანობის შეფასება.
- წლიური სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა.
- კომპენსაციებისა და ბენეფიტების შესახებ მონაცემების და ანგარიშების მომზადება საჭიროების შემთხვევაში.
- ბენეფიტების მართვა და პროცესების გაუმჯობესება
- ბენეფიტების მართვა, მათი გამოყენებისა და ხარჯების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- სადაზღვევო და სხვა ბენეფიტების პროვაიდერებთან თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული საკითხების მართვა.
- კომპენსაციებისა და ბენეფიტების არსებული პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- HR ადმინისტრირების გუნდთან თანამშრომლობა თანამშრომელთა სტატუსის, პოზიციის, სამუშაო პირობებისა და სხვა ცვლილებების კომპენსაციებზე/ბენეფიტებზე გავლენის სწორად ასახვის მიზნით.
- კომპენსაციებისა და ბენეფიტების პროცესებში მონაცემთა სიზუსტისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, HR-ის, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით
- კომპენსაციებისა და ბენეფიტების, HR ადმინისტრირების, ფინანსების ან შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (მათ შორის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება Payroll მიმართულებით).
- Excel-ის Advanced დონეზე ცოდნა და დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია კომპენსაციისა და ანაზღაურების ძირითადი პრინციპების ცოდნა
- საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ცოდნა.
- აუცილებელია ანაზღაურების, ბონუსებისა და ბენეფიტების ადმინისტრირების გამოცდილება
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- პოზიციების რანგირების/გრეიდინგის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.
- საბონუსე სისტემების მართვისა და განვითარების გამოცდილება
როლისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციები
ანალიტიკური აზროვნება - კომპენსაციებთან, სახელფასო მონაცემებთან, ბიუჯეტთან და ბენეფიტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მომზადება.
დეტალებზე ორიენტირებულობა - მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა და პროცესებში დაშვებული შეცდომების პრევენცია.
პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა - ანაზღაურებისა და თანამშრომელთა პირად მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვა და კონფიდენციალურობის დაცვა.
პრობლემების გადაჭრის უნარი - კომპენსაციებისა და ბენეფიტების პროცესებში არსებული საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი ეფექტური გადაწყვეტების მომზადება.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კომპენსაციების და ბენეფიტების მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

