კომპანიის წარმომადგენელი
გამოქვეყნდა 28 ნოებოლო ვადა: 28 დეკ
სრული აღწერა
"Medbuild" აფართოებს საქმიანობას და ეძებს აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების წარმომადგენელს.
სამუშაოს ძირითადი მიმართულება:
სამშენებლო და სარემონტო მომსახურების შეთავაზება როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა კომპანიაში ვიზიტი და "Medbuild"-ის სამშენებლო-სარემონტო მომსახურების შეთავაზება;
- ბიზნესცენტრებთან, კომერციულ ობიექტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება;
- მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში ვიზიტი და ბინების მფლობელებისთვის სარემონტო მომსახურების შეთავაზება;
- ახლად ჩაბარებულ ბინებში პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაცია;
- პოტენციური კლიენტების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- დაინტერესებული მომხმარებლებისგან ინფორმაციის მიღება და კომპანიაში გადმომისამართება;
- პოტენციურ დამკვეთებთან შემდგომი კომუნიკაცია და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა პოტენციური კლიენტებისთვის;
- კომპანიის მომსახურების პროფესიონალურად წარდგენა და მოლაპარაკებების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრეზენტაციების მომზადებისა და აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარი;
- აქტიურობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სასურველია გაყიდვების ან მომსახურების შეთავაზების გამოცდილება;
- სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ "Medbuild":
- მუშაობას მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამშენებლო კომპანიაში;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და დამატებით ბონუსს მოზიდული შეკვეთებიდან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კომპანიის მხრიდან სრულ მხარდაჭერას, ტექნიკურ კონსულტაციასა და საპრეზენტაციო მასალებს.
სამუშაო ფორმატი და გრაფიკი:
- მოძრავი სამუშაო - კომპანიებსა და ობიექტებზე ვიზიტები;
- შესაძლებელია როგორც სრული სამუშაო გრაფიკით, ასევე თანამშრომელთან შეთანხმებული, მის საჭიროებებზე მორგებული გრაფიკით მუშაობა.
CV-ის გამოგზავნა სავალდებულოა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: MEDBUILD.info@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის: 577 119 111
"MEDBUILD" - სამშენებლო და სარემონტო მომსახურება პროფესიონალური სტანდარტით.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

