კომპანიის ხელმძღვანელი
გამოქვეყნდა 3 ნოებოლო ვადა: 3 დეკ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
სრული აღწერა
კომპანია Airballoon Tbilisi - ში ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას, მცირე გუნდს და პარტნიორებთან ურთიერთობას.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
- თანამშრომლების შერჩევა, აყვანა, ადაპტაცია და გადამზადება; გუნდის მუშაობის კოორდინაცია;
- უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მართვა;
- ტურისტულ კომპანიებთან, ტუროპერატორებსა და გიდებთან თანამშრომლობის განვითარება;
- საჰაერო ბურთის სარეკლამო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მართვა;
- მიმდინარე საკითხების დროული მოგვარება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება.
- კომპანიის სოციალური ქსელების მართვა/კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ხელმძღვანელ ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- გუნდთან მუშაობისა და თანამშრომლების მართვის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტო სურათით შემდეგ მისამართზე: istoriadevelop@gmail.com და მეილის სათაურის ველში მიუთითეთ - Airbaloon Tbilisi.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
