კომი შეფი
- ანაზღაურება
- 1 200–1 400 ₾
- მისამართი
- ბათუმი, რესტორანი ბრასერი 1900
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო ადგილს და მეგობრულ გარემოს · პროფესიული უნარების განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
სრული აღწერა
ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town, თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმროში წარმოდგენილია ახალი ბრენდული რესტორანი Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.
Brasserie 1900 გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან კომი შეფს, რომელიც უზრუნველყოფს სამზარეულოს პროცესების შეუფერხებელ მუშაობას.
პოზიცია: კომი შეფი
ლოკაცია: ბათუმი, რესტორანი ბრასერი 1900
ანაზღაურება: 1200 დან 1400 ლარამდე
ძირითადი მოვალეობები:
- სამზარეულოს სხვადასხვა სექციაში დამხმარე სამუშაოების შესრულება
- ინგრედიენტების მომზადება და წინასწარ დამუშავება
- ქილებისა და ხელსაწყოების მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა
- შეფ დეპარდის დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში
- ჰიგიენის და უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- პასუხისმგებლობა და ზრუნვა დეტალებზე
- გუნდთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო ადგილს და მეგობრულ გარემოს
- პროფესიული უნარების განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
დამატებითი ინფორმაცია:
გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე hr@indigobatumi.com, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
