სფეის კარგო
გაყიდვებიკომერციული დირექტორი
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 23 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
კომპანია "სფეის კარგო" ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: მცირე და საშუალო ბიზნესის (B2B) მომსახურებას და საცალო მომხმარებლების (B2C) მომსახურებას.
პოზიციის მიზანი:
კომერციული დირექტორი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის კომერციული სტრატეგიის, გაყიდვებისა და მარკეტინგის მართვაზე, ბიზნესის განვითარებასა და ფინანსური შედეგების ანალიზზე, კომპანიის შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის მიზნით.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და შედეგების შეფასება.
- გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებების მართვა და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესება.
- შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი; გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.
- ტარიფების, კომერციული შეთავაზებებისა და ფასდაკლებების შეფასება კომპანიის ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით.
- ახალი კლიენტების, ბაზრებისა და ბიზნესგანვითარების შესაძლებლობების მოძიება.
- მსხვილ კლიენტებთან და პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის განვითარება.
- კომერციული შედეგების მონიტორინგი და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში.
- ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვების ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
- გაყიდვების, კომერციული მიმართულების ან ბიზნესის განვითარების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
- ფინანსური და კომერციული მონაცემების ანალიზის უნარი.
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებისა და გუნდის მართვის გამოცდილება.
- მოლაპარაკებების წარმოებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
- Excel-ისა და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
განაცხადის მიღება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ მისამართზე: hr@spacecargo.ge.
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: კომერციული დირექტორი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
