DYSON CAUCASUS
მომსახურებაქოლცენტრის ოპერატორი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევამდე (1 საათი შესვენება), შაბათ-კვირას და ნებისმიერ უქმე დღეს ისვენებთ. ყოველწლიურად გაქვთ საახალწლო და სააღდგომო დასვენებები ჯამში 15 დღე, პლუს 24 შვებულების დღე და 5 Dayoff
სრული აღწერა
კომპანია "DYSON CAUCASUS" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟისა და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურებას. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე ექნება საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული საშუალება, გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.
გვესაჭიროება კადრი რომელსაც აქვს:
- ვერბალური კომუნიკაციის უნარი უმაღლეს დონეზე
- როგორც გუნდთან ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ბაზებთან მუშაობისა და ანალიზის უნარი
- დროის მართვის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მომსახურების პოტენციურ კლიენტებისათვის სატელეფონო შეთავაზება
- დაინტერესებული მომხმარებელთან მეილინგის პროცესის წარმართვა და სადემონსტრაციო ფოტო/ვიდეო მასალების გადაცემა
- მიწოდებული ბაზების დახარისხება და გაფილტვრა
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებისამებრ, ინფორმაციული არქივის წარმოება;
- მომხმარებლების გამოკითხვა - კმაყოფილების განსაზღვრა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი
- უცხო ენების ცოდნა არ არის მოთხოვნადი
- მინიმუმ ერთი სამუშაო ადგილი სადაც პრეტენდენტი დასაქმებული იყო ერთ წელზე მეტი ხნით
- იყოს აქტიური, შეეძლოს დამაჯერებელი საუბარი და სხარტი კომუნიკაცია
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევამდე (1 საათი შესვენება), შაბათ-კვირას და ნებისმიერ უქმე დღეს ისვენებთ. ყოველწლიურად გაქვთ საახალწლო და სააღდგომო დასვენებები ჯამში 15 დღე, პლუს 24 შვებულების დღე და 5 Dayoff.
- მოჭრილი ხელფასი პლიუს ბონუსი - 1800 ლარიდან 3500 ლარამდე
- ოფისი მდებარეობს თბილისში, დიღომი.
თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდა კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდე ამ ელექტრონულ მისამართზე: dysoncaucasus@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
