ქოლცენტრის ოპერატორი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 10:00-19:00
სრული აღწერა
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება
- ამანათების კონტროლი და მათი მიმდინარე სტატუსის მონიტორინგი
- პრობლემის დროულად იდენტიფიცირება და მისი ოპერატიულად მოგვარება
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში საბაზისო დონეზე მუშაობის უნარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- თბილისის ქუჩების მინიმალურ დონეზე ცოდნა
- გამართული მეტყველება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- განაკვეთი: სრული
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200
სამუშაო საათები:
- ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
- შაბათი: 10:00-14:00
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
- გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@onway.delivery. ელ. ფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი.
გისურვებთ წარმატებას!
"პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირებული თანხმობის ფორმას გთხოვთ გაეცნოთ აქ: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
