ქოლცენტრის ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 100 ₾
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
- სამუშაო გრაფიკი
- კანდიდატს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი გრაფიკი: ორშ–პარ: 10:30-18:00 ან 18:00-01:30
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას · Fitpass-ის შეღავათიან პირობებს — ფასდაკლებას სპორტული დარბაზებით სარგებლობაზე · სტაბილურ სამუშაო გარემოსა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას
სრული აღწერა
"Domino`s Pizza" ამერიკული საერთაშორისო პიცის რესტორნების ქსელია, რომელიც 1960 წელს დაარსდა და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან პიცის ბრენდს წარმოადგენს. საქართველოში Domino`s Pizza 2015 წლიდან ოპერირებს და ამჟამად 9 ფილიალს აერთიანებს თბილისსა და ბათუმში.
კომპანიის განვითარებისა და გაფართოების ფარგლებში ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. თუ გაქვთ ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი, ხართ მომხმარებელზე ორიენტირებული და გსურთ პროფესიული განვითარება, გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.
სამუშაო პირობები:
- პოზიცია: ქოლცენტრის ოპერატორი
- სამუშაო ფორმატი: დისტანციური
- ანაზღაურება: 1100 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: კანდიდატს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:30-18:00 ან 18:00-01:30.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებელთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთა შეკვეთების მიღება, დეტალების დაზუსტება და შესაბამის პროგრამაში ზუსტად ასახვა;
- პროდუქციის, მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- შეკვეთების სტატუსის მონიტორინგი და მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
- მომხმარებელთა შეკითხვებზე რეაგირება, საჩივრების განხილვა და პრობლემური სიტუაციების ეფექტიანი მართვა;
- ონლაინ პლატფორმებიდან მიღებული შეკვეთების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ფილიალებთან კომუნიკაცია;
- Facebook-ისა და Instagram-ის შეტყობინებებსა და ელექტრონულ წერილებზე პასუხის გაცემა;
- ლოიალობის პროგრამის, პრომოკოდებისა და ფასდაკლებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება;
- კომპანიის მომსახურების სტანდარტებისა და შიდა პროცედურების დაცვა;
- მიმდინარე სამუშაო საკითხების დროული და სრულყოფილი გადაბარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- გამართული, თავაზიანი და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
- კომპიუტერულ პროგრამებსა და ონლაინ პლატფორმებთან მუშაობის უნარი;
- რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი;
- დინამიკურ გარემოში მუშაობისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ის შეღავათიან პირობებს — ფასდაკლებას სპორტული დარბაზებით სარგებლობაზე;
- სტაბილურ სამუშაო გარემოსა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას;
- დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
- კარიერული და ფინანსური წინსვლის პერსპექტივას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი?
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@dominosteam.ge. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 329 886; +995 557 232 830
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე: hr@dominosteam.ge
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

