ქოლცენტრის ოპერატორი
- ანაზღაურება
- 800 ₾
- მისამართი
- თბილისი, გლდანი, ანგია ბოჭორიშვილის N8
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 14:00-21:00
- ბენეფიტები
- მეგობრულ სამუშაო გარემოს · სტაბილურ სამუშაო გრაფიკს · განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
სრული აღწერა
კომპანია "სფეის კარგო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სფეის კარგო არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ტვირთების გადაზიდვას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებიდან.
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალ ზარებსა და წერილებზე დროული პასუხი;
- მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- შესაბამისი საკითხების პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება;
- გადამისამართებული საკითხების შემდგომი მონიტორინგი;
- მომხმარებლებთან ეფექტური, თავაზიანი და პოზიტიური კომუნიკაცია;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- ქოლ-ცენტრში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-პარასკევი: 14:00-21:00;
- შაბათი: 11:00-17:00;
- თვეში 2 შაბათი სამუშაო, 2 შაბათი — დასვენება;
- შესვენება — 1 საათი.
სამუშაო ადგილი:თბილისი, გლდანი, ანგია ბოჭორიშვილის N8.
ანაზღაურება:საწყისი ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს.
თანამშრომლის სამუშაო შედეგების, პასუხისმგებლობისა და განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა:
- 3 თვის შემდეგ — 1 000 ლარი
- მომდევნო 3 თვის შემდეგ — 1 200 ლარი.
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ სამუშაო გრაფიკს;
- განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- ლოგისტიკის სფეროში პროფესიული გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: hr@spacecargo.ge
მნიშვნელოვანია: ელ.ფოსტის Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "ქოლ-ცენტრის ოპერატორი". სხვა სათაურით გამოგზავნილი განაცხადის იდენტიფიცირება შესაძლოა ვერ მოხერხდეს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
