ქოლცენტრის ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 300+ ₾ / თვე
- მისამართი
- ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქN6 (ვაკე-საბურთალო)
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე ორშ–პარ 9:00-17:00, შაბათი 9:00-13:00
- ბენეფიტები
- სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე · მზარდ ანაზღაურებას · ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით
- მთავარი მოთხოვნა
- გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე
სრული აღწერა
შპს "აკა" ბაზარზე არის წარმოდგენილი, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრით მერსედეს-ბენცის ავტომობილების გაყიდვას და სერვისს. შპს. "აკა" არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.mercedes-benz.ge — ბმულის გახსნა
შპს "აკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქN6 (ვაკე-საბურთალო)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე ორშაბათი-პარასკევი 9:00-17:00, შაბათი 9:00-13:00
ანაზღაურება თვეში: 1300 ლარიდან (ხელზე ასაღები)
სამუშაოს აღწერა:
- შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება.
- შემოსულ ზარებზე ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. კომპეტენციის ფარგლებში სათადარიგო ნაწილებსა და მომსახურების სტანდარტულ ფასებზე ინფორმაციის გაცემა, საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება საკითხთან დაკავშირებულ თანამშრომელთან.
- მომხმარებელთა გადამისამართება ან მათი საკონტაქტო ინფორმაციისა და მოთხოვნის მიწოდება ავტომობილების გაყიდვების სამსახურისთვის.
- მომხმარებელთან/პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის რეესტრის წარმოება.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში.
- აუცილებელია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე
- მზარდ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
- კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
შერჩევის მეთოდი: ინდივიდუალური გასაუბრება
თუ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@mercedes-benz.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
