ჯორჯიან ეარვეის
მომსახურებაქოლცენტრის ოპერატორი
გამოქვეყნდა 24 სექბოლო ვადა: 24 ოქტ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლების მიხედვით
სრული აღწერა
ავიაკომპანია შპს "ჯორჯიან ეარვეისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავიაკომპანიის მომხმარებელთა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება;
- გამავალი და შემომავალი ზარების განხორციელება;
- ავიაკომპანიის სხვადასხვა საოპერაციო ფუნქციების შესრულება: ფიზიკური პირების, კორპორაციული მომხმარებლების, მგზავრების მომსახურების, ავიაბილეთების შესყიდვის, ავიარეისების განხორციელებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.;
- ავიაკომპანიის მომხმარებლებთან ელექტრონული კორესპონდენციის ოპერატიული და კვალიფიციური განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
- სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
- იტალიური, გერმანული, ესპანური და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook);
- სასურველია ავიაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით;
- ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართებზე: hr@georgian-airways.com, n.gaiashvili@georgian-airways.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
