ITA
მომსახურებაქოლცენტრის ოპერატორი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი, ავეტიკ ისააკიანის ჩიხი No2
სრული აღწერა
შპს "იტა" წარმოადგენს იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტონაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
- www.ita.com.ge — ბმულის გახსნა
- კომპანიის Facebook გვერდი კომპანიის Facebook გვერდი
კომპანია "იტა" აცხადებს სტაჟირების პროგრამას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავეტიკ ისააკიანის ჩიხი №2
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებელთა კონსულტაცია;
- სოციალურ მედიაში შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება და გაყიდვების ხელშეწყობა;
- მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ავტოინდუსტრიის მიმართ ინტერესი.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- გამართული მეტყველება;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პროდუქციის ეფექტურად წარდგენისა და პრეზენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- გასაუბრება;
- სტაჟირების პროგრამა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: m.chinchaladze@ibg.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "ქოლცენტრის ოპერატორის სტაჟირება".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 19.11.2026
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "იტა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
