კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერი - ხობის უბანი
- ანაზღაურება
- 1 840 ₾
- მისამართი
- პატარა ფოთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- კანონაღსრულების, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერი - ხობის უბანი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო
კატეგორია:
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1840 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
პატარა ფოთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- მინდობილ უბანზე ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველყოფა;
- ბუნებრივი რესურსების მოპოვების კანონიერების დადგენის მიზნით, სამოქმედო ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალებების შეჩერება და დათვალიერება;
- სამართალდარღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში - სამართალდამრღვევი პირის გამოვლენა დადგენილი წესით, სამართალდამრღვევის ინფორმირება სამართალდარღვევის საფუძვლების შესახებ; უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება; შესაძლებლობისამებრ ნივთმტკიცებების შეგროვება; გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება; სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; აუცილებლობის შემთხვევაში იარაღების/მოწყობილობების ჩამორთმევა, უკანონოდ მოპოვებული რესურსის ჩამორთმევა და დადგენილი პროცედურის შესაბამისად ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება;
- დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით პატრულირება;
- ხანძრის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, სახანძრო უშიშროების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
- მავნე ტყის მწერების, ტყის დაავადებებისა და ბუნებრივი რესურსებისათვის რისკ-ფაქტორების შემცველი მოვლენების/ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- ველური ცხოველებისა და ფრინველების აღრიცხვა;
- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვის უზრუნველყოფა;
- დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადების ბილეთის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
- დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან / და გამოყოფა და კონტროლი;
- მინდობილი ტერიტორიაზე სააგენტოს მატერიალური რესურსის დაცვა - მათ შორის საინფორმაციო დაფების, საკვარტლო, სასაზღვრო ბოძების, ხიდების, ხერგილების, თავშესაფრების, სახანძრო სამეთვალყურეო პუნქტების, სატრანსპორტო საშუალებების, კავშირგაბმულობის საშუალებების, იარაღის, ტყვია-წამლისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე დაცული ტერიტორიების რეჟიმის დარღვევის შედეგად ამოღებული დროებით შესანახი ქონების;
- დღიურის წარმოება პერმანენტულ რეჟიმში ფენოლოგიური და სხვა დაკვირვებების შესახებ;
- ბუნებრივი რესურსების სააღრიცხვო და საინვენტარიზაციო სამუშაოებში მონაწილეობა;
- პატრულირებისას ინფორმაციის შეგროვება ფლორის, ფაუნის, წყლის ხარისხის, ისტორიული და არქეოლოგიური ობიექტების, ტურისტების მომსახურეობის ობიექტების მდგომარეობის შესახებ;
- დაცული ტერიტორიის საზღვრებისა და საზღვრებთან ახლოს მდებარე ტერიტორიის მონიტორინგი - დაბინძურების, დანაგვიანების, უნებართვო მშენებლობისა და სხვა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით;
- ვიზიტორების დახმარება/ინფორმირება მათი უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით;
- ზომების მიღება/შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება უკანონო ტყის ჭრის, პირუტყვის ძოვების, თიბვის და სხვა სახის უკანონო სარგებლობის, აგრეთვე ბრაკონიერობის აღკვეთის მიზნით;
- საგანგებო მდგომარეობის დროს სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
- დამნაშავის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობის მიღება უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული როლით;
- ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
- დაცული ტერიტორიების რეჟიმისა და ტყეებში უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.
საკონკურსო თემატიკა:
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანება;
- ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის N54 დადგენილება;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი (თავი VII).
საკონკურსო კომისიის მისამართი:
საქართველო, 0114 თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი N 1
საკონტაქტო ტელეფონები:
577101801
საკონტაქტო პირი:
ქეთევან ჯალაღანია
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- სრული ზოგადი ან პროფესიული განათლება;
სასურველია:
- სამუშაო გამოცდილება: კანონაღსრულების, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით;
- უმაღლესი განათლება;
კომპეტენციები და უნარები:
- ინფორმაციის შეგროვების უნარი;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკების ეფექტიანად წარმართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- აქტიური მოსმენის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ასერტიულობა და პრინციპულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
•კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციაში) მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.apa.gov.ge.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
