კოლექციის კურატორი
- ანაზღაურება
- 1 920 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
- სამუშაო გრაფიკი
- სრული, ორშ–პარ 08:30-17:30
- ბენეფიტები
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს · კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას
სრული აღწერა
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში კოლექციის კურატორის (ბონსაი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
ანაზღაურება: 1920 ლარი (დარიცხული)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბონსაის კოლექციის კურირება: ტაქსონომიური აღრიცხვიანობა, დაცვა, შენარჩუნება და განახლების დაგეგმვა;
- მცენარეთა დაცვის ჯგუფთან კოორდინაციით, კოლექციის მავნებელ-დაავადებებზე მონიტორინგი, საველე კვლევები და კონტროლის ღონისძიებებში ჩართულობა;
- ინტროდუქციისა და კოლექციის გამდიდრების მიზნით, მცენარეთა ახალი სახეობების შერჩევა-შესწავლა და მათი კონსერვაცია;
- კოლექციის პერიოდული ინვენტარიზაცია, დოკუმენტირება, ეტიკეტირება და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება;
- ბაღის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროგრამებში მონაწილეობა და კოლექციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ან პროფესიული განათლება ბოტანიკის, ჰორტიკულტურის, აგრარული მეცნიერებების ან ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით (მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენა);
- ბოტანიკისა და ჰორტიკულტურის საბაზისო პრინციპების ცოდნა;
- მცენარეთა სარკვევების, ონლაინ ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები;
- ინგლისური ენის მინიმუმ B1-B2 დონეზე ცოდნა და საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა.
პიროვნული უნარები:
- გუნდური და აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
- სატელეფონო გასაუბრება;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია:
- გთხოვთ, რეზიუმე (CV) წარმოადგინოთ ქართულ ენაზე;
- გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კოლექციის კურატორი).
- * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
