ქოლ-ცენტრის ოპერატორი (ჰიბრიდული)
- ანაზღაურება
- 800 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, ვაზისუბანი, ჰუალინგ პლაზა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ჰიბრიდული - კვირაში 40 საათი
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
„მიჰაუსი“ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო და სარემონტომასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 60 000-მდე დასახელების პროდუქცია. „მიჰაუსი“ მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, განსხვავებულ კონცეფციას, მრავალფეროვან ასორტიმენტს, მსოფლიოს წამყვან და ცნობილ ბრენდებს, ასევე ხარისხისა და ფასის ოპტიმალურ თანაფარდობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაზისუბანი, ჰუალინგ პლაზა
პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
ანაზღაურება: 800 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული - კვირაში 40 სამუშაო საათი.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კომპანიის სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი
მომსახურების გაწევა;
- მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა, შესაბამისი
მიმართულებით გადამისამართება და კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის ნაშთების შემოწმება შესაბამის პროგრამაში;
- მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე შეკვეთის სტატუსის შემოწმება და
შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების აღრიცხვა და შესაბამის პროგრამაში დაფიქსირება;
- გამოტოვებული ზარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და
მომხმარებლებთან დროული უკუკავშირის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ოპერატიულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
რას გთავაზობთ ჩვენ?
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კომფორტულ სამუშაო პირობებს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge ელექტრონული წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ქოლ-ცენტრის ოპერატორი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
კომპანია უფლებას იტოვებს, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე და
დაამუშაოს მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით,
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და არაუმეტეს ორი წლის ვადით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მომხმარებლის მხარდაჭერა, კომუნიკაცია
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

