ქოლ-ცენტრის ოპერატორი
გამოქვეყნდა 15 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- მისამართი
- ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა და მოთხოვნები:
- შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება;
- პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება კლინიკის სერვისების შესახებ;
- ვიზიტების ჩაწერა და გადამისამართება;
- მონაცემების სისტემაში დაფიქსირება;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში, მსგავს პოზიციაზე).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პაციენტზე ორიენტირებულობა;
- თავაზიანობა;
- მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
- კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია);
- სუბორდინაცია;
- გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
