ქოლ-ცენტრის ოპერატორი
- მისამართი
- თბილისი (ლილო)
სრული აღწერა
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ადგილმდებარეობა: თბილისი (ლილო)
სამუშაო აღწერილობა:
- შემომავალი ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება;
- მომხმარებლისთვის საკურიერო მომსახურების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა. საკურიერო მომსახურების გაფორმება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში;
- გზავნილებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება (სტატუსი, მდებარეობა, მიწოდების ვადები) და მოთხოვნების ოპერატიული დამუშავება;
მოთხოვნები:
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.
"ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
