ქოლ-ცენტრის ოპერატორი
- მისამართი
- თბილისი, გურამიშვილის გამზირი
სრული აღწერა
სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას გამავალი ზარის ოპერატორის პოზიციაზე ( ქოლ-ცენტრი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები:
· მომხმარებელთან გამავალი ზარის განხორციელება მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთის მისამართზე მიწოდების დროის და სხვა დეტალების დაზუსტების მიზნით
· მიღებული ინფორმაციის პროგრამული რეგისტრაცია
· გამავალი ზარის საშუალებით მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია ქოლ-ცენტრში, ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.
სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათკარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ელიტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

