ქოფირაითერი
გამოქვეყნდა 31 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
სრული აღწერა
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ ქოფირაითერს და მისი ფუნქციები იქნება:
- კრეატიული ქოფის შექმნა კომპანიის სხვადასხვა პლატფორმებისთვის, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- მოწოდებული ბრიფების გაანალიზება და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება ეფექტიანი ქოფების შესაქმნელად;
- ტექსტების შექმნა: სარეკლამო მასალებისთვის, სოციალური მედიის პოსტებისთვის, ბლოგებისა და ვებ-გვერდებისთვის;
- სიახლეების შესახებ პრესრელიზების დაწერა;
- საჭიროებიდან გამომდინარე სტატიის მომზადება;
- ნებისმიერი გარე კომუნიკაციისათვის განკუთვნილი ტექსტის რედაქტირება, გრამატიკული სისწორისა და ბრენდის სტილის გათვალისწინებით;
- მარკეტინგის გუნდთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
- გამართული და შემოქმედებითი წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

