კლინიკური პრაქტიკის მენტორი
სრული აღწერა
"საქართველოს უნივერსიტეტი" (UG) გთავაზობთ გახდეთ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის მენტორი.
ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:
- მზარდ ანაზღაურებას
- მომზადებას კლინიკური პრაქტიკის მენტორობისათვის
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
- კლინიკური პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტების სუპერვიზია;
- პრაქტიკის ადგილზე სტუდენტების მიერ პაციენტის საექთნო შეფასების ჩატარების უზრუნველყოფა;
- სტუდენტების გადანაწილება განყოფილებებში/პალატებში და მათი საქმიანობის კონტროლი (ჯგუფში არის 6-8 სტუდენტი).
კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:
- განათლება: საექთნო საბაკალავრო განათლება, ან დიპლომირებული მედიკოსი ან უმცროსი ექიმი ან რეზიდენტი
- ინგლისური ენის ცოდნა (B2.2)
- სასურველია მუშაობის გამოცდილება რეანიმაციულ განყოფილებაში, ER-ში, ICU-ში
უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- სისწრაფე და ოპერატიულობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სამუშაო პირობები:
- კვირაში 2-3 დღე, 13 კვირის განმავლობაში
- ანაზღაურება კომპეტენციის შესაბამისად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის მენტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

