კლინიკური კვლევების კოორდინატორი
- ანაზღაურება
- 1 275.00 ₾
- მისამართი
- თბილისი, პეტრე ქავთარაძის #23
- სამუშაო გრაფიკი
- 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე
სრული აღწერა
„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ JCI აკრედიტაციის მქონე, მულტიპროფილური, წამყვანი რეფერალური ჰოსპიტალი რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: კლინიკური კვლევების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის #23
გრაფიკი: 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველი კლინიკური კვლევების სფეროში მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია უმაღლესი განათლება მედიცინის, ფარმაციის, საექთნო საქმის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ბიოლოგიის ან მონათესავე მიმართულებით;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· კლინიკური კვლევების დაგეგმვის, ორგანიზებისა და ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია კვლევის პროტოკოლის შესაბამისად;
· კვლევის მონაწილეების იდენტიფიცირების, წინასწარი შეფასების (screening), ჩართულობისა და კვლევაში მონაწილეობის პროცესის კოორდინაცია;
· კვლევის მონაწილეებთან კომუნიკაცია, ვიზიტების დაგეგმვა და კვლევის პროცედურების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
· კვლევის მონაწილეებისგან ინფორმირებული თანხმობის (Informed Consent) მიღების პროცესის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
· კვლევის პროტოკოლის, ICH-GCP-ის, ადგილობრივი რეგულაციებისა და კვლევის ფარგლებში განსაზღვრული SOP-ების მოთხოვნების დაცვა;
· კვლევის მონაწილეების სამედიცინო და კვლევითი დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
· კვლევასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, გადამოწმება, დოკუმენტირება და შესაბამის ელექტრონულ/კვლევით სისტემებში (eCRF/EDC) დროული შეყვანა;
·
კვლევის ფარგლებში ჩატარებული პროცედურების, ლაბორატორიული და სხვა კვლევების შედეგების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
· კვლევასთან დაკავშირებული დოკუმენტების კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
· კვლევის პროტოკოლიდან შესაძლო გადახრების (Protocol Deviations) დროული იდენტიფიცირება, დოკუმენტირება და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
· კვლევის ვადების, მონაწილეთა ვიზიტების, კვლევითი პროცედურებისა და შესაბამისი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
· კვლევის მიმდინარეობასთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშებისა და სტატუს-რეპორტების მომზადება;
· კვლევის ფარგლებში საჭირო მედიკამენტების, ბიოლოგიური ნიმუშების, ლაბორატორიული მასალებისა და სხვა რესურსების მართვის პროცესის კოორდინაცია;
· კვლევის დასრულების/დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
· დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: (ფიქსირებული) 1,275.00 ლარი (დარიცხული) + ცვლადი ხელფასი
დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კლინიკური კვლევების კოორდინატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

