კლინიკის მენეჯერი
გამოქვეყნდა 6 ოქტბოლო ვადა: 5 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
სს „ვიანის“ ქსელის ერთ-ერთი კლინიკა აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- IVF განყოფილების ყოველდღიური ოპერაციული პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
- ექიმების, ექთნების, პაციენტთა კოორდინატორებისა და ემბრიოლოგიური ლაბორატორიის სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
- ექიმებისა და პროცედურების გრაფიკის დაგეგმვა და IVF ციკლების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
- პაციენტის მომსახურების პროცესის კოორდინაცია პირველი ვიზიტიდან IVF ციკლის დასრულებამდე;
- კლინიკურ და ლაბორატორიულ გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- საოპერაციო პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
- პაციენტის კმაყოფილების, მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების მონიტორინგი;
- განყოფილების ძირითადი KPI-ების, რესურსებისა და ხარჯების მონიტორინგი;
- გუნდის სამუშაო პროცესების ორგანიზება და დატვირთვის ეფექტური განაწილება;
- IVF სერვისის განვითარებისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების ინიციირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია განათლება დაკავშირებულ სფეროში;
- ჯანდაცვის სფეროში/კლინიკურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- გუნდისა და საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება;
- პაციენტის მომსახურების პროცესის კოორდინაციის გამოცდილება;
- IVF/რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 ნოემბერი, 2026
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ვიანი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კლინიკის მენეჯერი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

