კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 100+ ₾
სრული აღწერა
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე დიღმის ფილიალში
ძირითადი მოვალეობები:
· მომხმარებლის მიღება, მისი მოთხოვნების განსაზღვრა;
· მომხმარებლის სწორად გადამისამართება;
· მაღაზიაში არსებულ პროცესების და პირობების დეტალური გაცნობა მომხმარებლებისთვის;
· საჭირო საბუთების (შეკვეთა, ინვოისი, ზედნადები, მიწოდება) გაფორმება;
· დამატებითი მომსახურებების ჯგუფის სამუშაოს სწორად დაგეგმვა, გადანაწილება, კონტროლი;
· გაყიდული საქონლის დაბრუნება/გაცვლის დოკუმენტების გაფორმება და პროცესის გაძღოლა;
· მომხმარებლის პრეტენზიის მიღება და დამუშავება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
· ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის
ფარგლებში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება სასურველია;
· უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონზე;
· საოფისე პროგრამების სამომხარებლო დონეზე ცოდნა;
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
· გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
· კომუნიკაბელურობა;
· გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
· სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
პირობები:
· სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
· ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი;
· ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/ საოჯახო);
· FitPass;
· კვება;
· უფასო ტრანსპორტირება;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დომინო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

