კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
გამოქვეყნდა 18 ნოებოლო ვადა: 18 დეკ
- ანაზღაურება
- 1 400 ₾
- მისამართი
- თბილისი, ორხევი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 10:00-18:00
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას · მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს
სრული აღწერა
"თრექინგს ჯი" საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საბაჟო, საერთაშორისო ლოგისტიკისა და საფოსტო მომსახურებას როგორც ინდივიდუალური ამანათების, ისე კომერციული ტვირთების მიმართულებით.
პოზიცია: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
ანაზღაურება: 1, 400 ლარი
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
- შაბათი: 11:00-16:00.
ძირითადი მოვალეობები
- კლიენტთა მომსახურების გუნდის საქმიანობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
- თანამშრომლებისთვის სამუშაოს განაწილება და შესრულების კონტროლი;
- მომსახურების ხარისხისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- კლიენტთა საჩივრებისა და პრობლემური შემთხვევების მართვა;
- მომსახურების პროცესების გაუმჯობესება და სამუშაო სტანდარტების დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
- რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაო პროცესს.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr@trackings.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

