კლიენტებთან მუშაობისა და აღრიცხვის ჯგუფის უფროსი
- მისამართი
- ქ. ფოთი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, ორშ–პარ (09:00-18:00)
- გამოცდილება
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B/B2C გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობისა და აღრიცხვის სფეროში (მათ შორის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვის / ხელმძღვანელ პოზიციაზე)
სრული აღწერა
სს "ფოთი ტრანსტერმინალი" არის თანამედროვე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს საკონტეინერო და გენერალური ტვირთების ოპერატიულ მულტიმოდალურ დამუშავებას. სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტისა და გადაზიდვების ეფექტურობის ამაღლებაში.
ვაკანსიის აღწერა:
- პოზიცია: კლიენტებთან მუშაობისა და აღრიცხვის ჯგუფის უფროსი
- ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი
- სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
- შრომითი ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
"ფოთი ტრანსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი ან ფინანსები).
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B/B2C გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობისა და აღრიცხვის სფეროში (მათ შორის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვის / ხელმძღვანელ პოზიციაზე).
- რუსული და ინგლისური ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა;
- პროგრამული უნარები: CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია Power BI-ს ფლობა).
- უნარები: აქტიური გაყიდვების უნარები, მოლაპარაკებების წარმოება, ანალიტიკური აზროვნება და ლიდერული თვისებები.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, პრეზენტაციების ჩატარება, კომერციული წინადადებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება.
- ხელშეკრულების პირობების შეთანხმება და გარიგებების დახურვა.
- Cross-sell & Up-sell: არსებულ კლიენტებთან მუშაობა მათთვის დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შესათავაზებლად.
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა (ფასდაკლებები, სპეციალური შეთავაზებები).
- კამპანიების ფარგლებში შემოსული ლიდების (პოტენციური კლიენტების) სწრაფი დამუშავება და მათი კონვერტაცია გაყიდვებში.
- კლიენტთა ბაზის სრული მართვა, მონაცემთა სიზუსტისა და აქტუალურობის უზრუნველყოფა.
- ინვოისების, მიღება-ჩაბარების და შედარების აქტების დროული მომზადების უზრუნველყოფა და გაგზავნა.
- კლიენტებთან ურთიერთანგარიშსწორების, ნაშთებისა და დებიტორული დავალიანების ყოველდღიური კონტროლი და მართვა.
- პრობლემური შემთხვევების, საჩივრებისა და გაუგებრობების ოპერატიულად მოგვარება.
- ჯგუფის წევრებს შორის მომსახურებისა და აღრიცხვის ამოცანების გადანაწილება.
- ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება ხელშეკრულებების, გაყიდვების დინამიკის, შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანების შესახებ.
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი ახალი შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით.
პირადი უნარ-ჩვენები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@ptt.ge. აუცილებელია, განაცხადის გამოგზავნისას "subject" ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 26 ნოემბერი.
სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
