ქიმიკოსი
- ანაზღაურება
- 1 250 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი/პარასკევი - 09:00/18:00
- მისამართი
- ქ. გარდაბანი (ქ. რუსთავიდან კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)
სრული აღწერა
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქიმიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი (ქ. რუსთავიდან კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი - 09:00/18:00
ანაზღაურება: 1250 ლარი net
ძირითადი მოვალეობები:
- ჩამდინარე წყლის ქიმიური მაჩვენებლების ხარისხის კონტროლი.
- ჩამდინარე წყლის კონტროლის მიზნით ქიმიური ანალიზის ჩატარება, მათ შორის გამზომი ხელსაწყო-მოწყობილობების (პლაზმურ-ემისიური და UV სპექტოფოტომეტრი, pH-მეტრი, მულტიმეტრი და სხვა) გამოყენებით.
- ქიმიური კვლევის შედეგების გაფორმება შესაბამის ჟურნალში და ელექტრონულ პროგრამაში.
- შესაბამისობის განაცხადის, მოსაზრებებისა და ინტერპრეტაციების დოკუმენტირება.
- ქიმიური ანალიზების ჩასატარებლად საჭირო ხსნარებისა და რეაქტივების მომზადება.
- ქიმიური კვლევისათვის საჭირო მოწყობილობების ტემპერატურული რეჟიმისა და მუშაობის კონტროლი.
- ჩამდინარე წყლის და ლამი სინჯის აღება და ტრანსპორტირება ლაბორატორიაში.
- ლაბორატორიაში მიღებული ნიმუშების რეგისტრაცია შესაბამის ჟურნალებში.
- ხელსაწყო-მოწყობილობების (სპექტოფოტომეტრი, pH-მეტრი, მულტიმეტრი და სხვა) შიდა დაკალიბრების, ახალი გამზომი აპარატურის და მეთოდების ვერიფიკაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ქიმიის მიმართულებით.
- ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 1-2 წლიანი გამოცდილება.
- გამზომ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება.
- ჩამდინარე წლების საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების ცოდნა.
- სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების მაღალ დონეზე ცოდნა.
- ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა.
- MS office-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქიმიკოსი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

