კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
სრული აღწერა
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ორგანიზაციის შესახებ:
- ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
- ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
- კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.
სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას. როგორც მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული და მერიტოკრატიული ინსტიტუტი, მოხარულები ვართ მივიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები.
ძირითადი მოვალეობები:
- მოწყვლადობების რეგულარული სკანირება, შედეგების ანალიზი და შეფასება;
- ვებ-აპლიკაციების უსაფრთხოების ტესტირება საერთაშორისო სტანდარტებისა და OWASP-ის რეკომენდაციების შესაბამისად;
- გამოვლენილი მოწყვლადობების კლასიფიცირება და რისკის მიხედვით პრიორიტეტიზაცია, მათ შორის CVSS-ის გამოყენებით;
- IT, DevOps და სისტემური ადმინისტრირების გუნდებთან თანამშრომლობა მოწყვლადობების აღმოფხვრის პროცესის კოორდინაციის მიზნით;
- მოწყვლადობების აღმოფხვრის პროცესის პროგრესის მონიტორინგი SLA-ების შესაბამისად;
- მენეჯმენტისთვის მოწყვლადობების სტატუსის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- Vulnerability Management-ის პროცესებისა და პოლიტიკის განვითარებასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- ახალი კიბერსაფრთხეების მონიტორინგი და ორგანიზაციის აქტივებზე მათი შესაძლო გავლენის შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების ან მონათესავე სფეროში;
- მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით;
- მოწყვლადობების სკანირების ინსტრუმენტების ცოდნა (მაგ.: Nessus, Qualys, OpenVAS);
- CLI-სთან მუშაობის გამოცდილება;
- ქსელური პროტოკოლებისა და ვებ-სერვისების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა;
- ქსელური ტექნოლოგიებისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა;
- CVSS, CVE და CWE-ის ტერმინოლოგიისა და ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- სხვადასხვა ღია კოდის ინსტრუმენტთან მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
კონკურსის ეტაპები:
- პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
- მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ტექნიკური გასაუბრება.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 13.11.26.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე - ელექტრონულ ფოსტაზე hr@ita.gov.ge გთხოვთ განცხადებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო გისურვებთ წარმატებას!
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
