ხულოს სატყეო ადმინისტრაციის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ზეგნის სატყეოს უფროსი
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ხულო
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ხულოს სატყეო ადმინისტრაციის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ზეგნის სატყეოს უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო
კატეგორია:
ტყის მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
28.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ხულო
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) I სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის - ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (მთავარი მეტყევე) არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - სატყეოს უფროსი;
ბ) უზრუნველყოფს ტყის მცველის მიერ წარმოდგენილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და ხე-ტყის ძირობრივად გაცემის შესახებ რეესტრების დამუშავებას ყოველკვირეულად;
გ) ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს მის დაქვემდებარებაში მყოფი ტყის მცველების მუშაობას;
დ) კონტროლს უწევს სახელმწიფო ტყის მიწებზე ძოვების, თიბვის, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობას, სახელმწიფო მიწების თვითნებურ დაკავებას და პასუხისმგებელია ტყის წესების დაცვაზე;
ე) ადმინისტრაციაში წარადგენს ინფორმაციას ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელების მდგომარეობის შესახებ;
ვ) მონიშნავს ტყეკაფებს და ამზადებს ტყეკაფის მასალებს;
ზ) ახორციელებს მოსანიშნ ტყეკაფებში სატყეო სამეურნეო დანიშნულების გზებზე ინფორმაციის შეთანხმებას;
თ) უზრუნველყოფს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოებას და ახორციელებს შესაბამისი მონაცემების განთავსებას;
ი) პასუხისმგებელია მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემაში განთავსებული მონაცემების სისწორეზე;
კ) კონტროლს უწევს ტყეკაფების ათვისებას;
ლ) ხელმძღვანელობს და ინსტრუქტაჟს უტარებს ტყისმცველებსა და სხვა პირებს, რომლებიც მუშაობენ მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე;
მ) ახორციელებს შემოვლებს და ჭრის ადგილების შემოწმებას;
ნ) უზრუნველყოფს მაიდენტიფიცირებელი დამღის გამოყენებას და შენახვას;
ო) მონაწილეობას იღებს ტყის მართვის გეგმის შედგენაში (სააღრიცხვო, საინვენტარიზაციო, ტყეთმოწყობის და ტყის კადასტრის სამუშაოებში);
პ) ვალდებულია შეამოწმოს თავისი სამოქმედო სატყეო ტერიტორია და ორ კვირაში ერთხელ შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს სატყეო ადმინისტრაციის დირექტორს;
ჟ) მონაწილეობას იღებს სატყეო სამეურნეო დანიშნულების ახალი გზის პროექტის მომზადებაში (მიმართულების დადგენა და გზაზე შემხვედრი ხეების აღრიცხვა);
რ) ახორციელებს ტყის მართვის (ტყის მოვლა, აღდგენა-განახლება და ტყითსარგებლობა) საქმიანობის კოორდინაციას;
ს) ახორციელებს ტყის აღდგენა განახლებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას;
ტ) ატარებს საჭირო ღონისძიებებს ადმინისტრაციის დირექტორის მიერ, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელის შეწყობის მიზნით;
უ) სახელმწიფო ტყის ფართობის დაცვა;
ფ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;
ქ) ტყის ფართობის ტერიტორიებზე, კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო/უნებართვო ტყითსარგებლობის აღკვეთა, უკანონო ჭრების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა და ტყითსარგებლობის წესის დარღვევის თაობაზე აქტის შედგენა;
ღ)ამოწმებს ტყის მცველების მიერ ტყის წესების დარღვევების შესახებ შედგენილი საველე აქტების სისწორეს, რაზეც შეადგენს ტყითსარგებლობის წესის დარღვევის თაობაზე აქტს. უნებართო ჭრების შემთხვევაში ჯირკებზე დასვამს დამღას. აწარმოებს გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშებას და ტყის მცველისაგან საველე აქტის მიღების შემდეგ არაუმეტეს 3 კალენდარული დღისა, წარუდგენს სატყეო ადმინისტრაციას შემდგომი რეაგირებისათვის.
ყ)ტყის ფართობის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
შ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის კონტროლი, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის;
ჩ)უზრუნველყოფს მასზე რიცხული ქონების შენახვას და მოვლა/პატრონობას;
ც)სამუშაო დროს სატყეოს უფროსს უნდა ეცვას, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული უნიფორმა;
ძ)სატყეო ადმინისტრაციის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - სატყეოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სატყეო ადმინისტრაციის დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - სატყეოს უფროსი;
წ)სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.
ჭ) ახორციელებს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და სპეციალური ფირნიშების მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას;
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სატყეო ან საბუნებისმეტყველო
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის მე-ІІІ თავი;
ე) „საქართველოს ტყის კოდექსი“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონი;
ზ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონი;
თ) „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილება;
კ) „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილება;
ლ) „საქართველოს „წითელი ნუსხის”დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N190 დადგენილება;
მ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს N427 დადგენილება;
ნ) „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის N383 დადგენილება;
ო) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 51.
საკონტაქტო ტელეფონები:
(0422) 272893; 595 50 43 67
საკონტაქტო პირი:
ეკა ზანაქიძე
დამატებითი მოთხოვნები:
- სატყეო სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალურობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება; კომუნიკაციის უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.vacancy.hr.gov.ge-ზე სავალდებულოდ უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სატყეო ან საბუნებისმეტყველო სფეროში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) საშუალებით ვერ დასტურდება მითითებული მიმართულება/დარგი/სპეციალობა, აუცილებელია აიტვირთოს დიპლომის დანართიც; (უცხოურ ენაზე გაცემული დიპლომის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
ბ) სატყეო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი. (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო სფეროს/მიმართულებას, მოთხოვნილი სტაჟის ხანგრძლივობას.
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, მოიხსნება კონკურსიდან;
- კონკურსში (გასაუბრება) მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს; ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
- საკონტაქტო პირთან დაკავშირება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, მითითებულ ნომერზე, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.ნკურსის მიზნებისთვის.
- კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით (განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
