ხილ-ბოსტნეულის მიღების, შემოწმებისა და აგროვების ოპერატორი
- სამუშაო გრაფიკი
- 08:00-17:00 დასვენება 2 დღე
- მისამართი
- გეზი, სოფელი გამარჯვება
- ბენეფიტები
- საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება
სრული აღწერა
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ხილ-ბოსტნეულის მიღების, შემოწმებისა და აგროვების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00 დასვენება 2 დღე
სამუშაო ადგილი: გეზი, სოფელი გამარჯვება
ბენეფიტები: საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომწოდებლის სატვირთო ავტომანქანაში პროდუქციის მდგომარეობის გადამოწმება ანონსისა და დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- ხილ-ბოსტნეულის მიღების კოორდინატორის ინფორმირება ტრანსპორტირების პირობების დარღვევის ან პროდუქციის არაზუსტი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში;
- პროდუქციის ჩამოტვირთვა და საწყობის განსაზღვრულ სივრცეში განთავსება;
- ჩამოტვირთული პროდუქციის წონის კალკულაცია და აღრიცხვა შესაბამის ფორმაში;
- მიღებული პროდუციის დასკანერება და ინფორმაციის პროგრამული აღრიცხვა;
- წუნდებული პროდუქციისა და DHG ყუთების რაოდენობის აღრიცხვა და მომწოდებლის სატვირთო ავტომობილში განთავსება;
- საწყობში შემოსული ხილ-ბოსტნეულის შესაბამის სივრცეში გადაადგილება ხარისხის შემოწმების მიზნით;
- პროდუქციის ხარისხის შემოწმება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, წუნდებული პროდუქციის პროცენტის დადგენა და ყუთებში განთავსება;
- მიღებული პროდუქციის ხარისხის შემოწმების შედეგების აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებთან;
- პროდუქციის აგროვება შეკვეთებისა და განსაზღვრული ვადების მიხედვით;
- როლ-პალეტზე პროდუქციის განთავსება დადგენილი რიგითობის შესაბამისად;
- სადისტრიბუციოდ გამზადებული პროდუქციის პალეტიზაცია, სავაჭრო ობიექტების მარკირება და გასაცემ ზონაში განთავსება;
- პალეტებისა და ტარას აღრიცხვა;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- საწყობის ტერიტორიაზე ინდივიდუალურად მინიჭებული დაცვის საშუალებების გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ხილ-ბოსტნეულის მიღების, შემოწმებისა და აგროვების ოპერატორი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

