ხელოსნების კოორდინატორი საღებავების მიმართულებით
- მისამართი
- თბილისი, დიდუბე (წერეთლის 140)
- ბენეფიტები
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას · სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს · ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
სრული აღწერა
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ხელოსნების კორდინატორი საღებავების მიმართულებით, თბილისში, დიდუბის ფილიალში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ხელოსნების არსებული ბაზის მართვა, განახლება და რეგიონების მიხედვით სისტემატიზაცია;
- ხელოსნებისთვის შეთავაზებებისა და საკომუნიკაციო პირობების რეგულარული განახლება;
- შესაბამის კატეგორიებთან ერთად ხელოსნებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ხელოსნებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამის კატეგორიებთან/ქსელის წარმომადგენლებთან ერთად მათი გადაჭრის გზების მოძიება;
- ხელოსნებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირება კომპანიის პროგრამების, შეთავაზებებისა და მომსახურებების შესახებ;
- ხელოსნების ბარათების/რეგისტრაციის სტატუსის კონტროლი და იმ ხელოსნებისთვის, რომლებსაც ბარათი არ აქვთ, საჭირო ინფორმაციის სრულად მიწოდება და რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა;
- „გორგიას“ ქსელის ვაიზერებისა და კონსულტანტების ტრენინგი ხელოსნების სწორად იდენტიფიცირების, გადამოწმების, რეგისტრაციისა და დაინტერესების მიმართულებით;
- ქსელის თანამშრომლებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, თუ როგორ გამოავლინონ პოტენციური ხელოსნები და როგორ წარადგინონ მათთვის კომპანიის შეთავაზებები;
- ახალი ხელოსნების მოძიება, მოზიდვა და კომპანიის ხელოსნების ბაზაში ინტეგრირება;
- ხელოსნებთან ურთიერთობის განვითარება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- კონკურენტულ/სხვა ქსელურ მაღაზიებში ხელოსნების ინტერესებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
- ბაზარზე არსებული ტენდენციების, ხელოსნების მოთხოვნებისა და კონკურენტული შეთავაზებების მონიტორინგი;
- მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ინიციატივებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- ხელოსნების მიმართულებით შესრულებული აქტივობების, შედეგებისა და პრობლემური საკითხების პერიოდული მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა ხელმძღვანელისთვის.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება საღებავების მიმართულებით და/ან ხელოსნებთან ურთიერთობისა და მომსახურების სფეროში
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გორგია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ხელოსნების კოორდინატორი საღებავების მიმართულებით
მისამართი: დიდუბე (წერეთლის 140)
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

