ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია
ადმინისტრაციახელმძღვანელის თანაშემწე
გამოქვეყნდა 24 სექბოლო ვადა: 24 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება. დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, წერილები, ინვოისები და სხვა) დამუშავება, კორექტირება, დახარისხება, დაარქივება, ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- ელექტრონული ფოსტის მართვა, კორესპონდენციის მომზადება, ფილტრაცია და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- პირადი სატელეფონო ზარების მიღება;
- საორგანიზაციო საკითხების, შეხვედრების, კონფერენციების დაგეგმვა/მომზადება;
- შიდა და საერთაშორისო მივლინების, მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენა, სასტუმროს ჯავშანი);
- თარგმნითი სამუშაოები; როგორც დოკუმენტაციის თარგმნა ასევე საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დროს სინქრონული თარგმნა.
- დირექტორის ბიზნეს კალენდრის მართვა, შეხვედრების დღის წესრიგის, რეპორტებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება;
- შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების ჩანიშვნა მონიტორინგი და შემდგომი ქმედებების კოორდინაცია.
- პირადი საბანკო გადარიცხვების წარმოება, ინვოისების და გადახდების ადმინისტრაციული კონტროლი.
- მომწოდებლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია.
- შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა.
- პრეზენტაციების, ანგარიშებისა და სხვა მასალების მომზადება.
- კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპებზე ინფორმაციის ფლობა.
- კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და პროფესიული დისკრეციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
- კომპიუტერული, საოფისე და პროექტების მართვის (Microsoft Office, Google Workspace, Monday.com, slack და სხვ.) პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:
- ეფექტიანი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკული აზროვნება;
- სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
გთხოვთ CV ფოტო-სურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.aleksandre4@gmail.com. მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
