ხაზინის ოპერატორი
- მისამართი
- დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი N 129
სრული აღწერა
„ენთები“ წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს აუთსორსინგულ კომპანიას ფინანსური სერვისების სფეროში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ბუღალტრულ, ფინანსურ, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებებს.
კომპანია დაფუძნდა 2015 წელს და დღემდე ყოველდღიურად ემსახურება 700-ზე მეტ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას.
"ენთები" აცხადებს ვაკანსიას კომპანია "გრავიტა"-სთვის ხაზინის ოპერატორის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდის მთავარი უპირატესობა არის მუდმივი განვითარება, პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და სტაბილური სამუშაო გარემო.
სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული, 09:30 საათიდან 18:30 საათამდე;
სამუშაო ადგილი: დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი N 129
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე?
- მოამზადებ საგადახდო დავალებებს და განახორციელებ საბანკო გადარიცხვებს ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში;
- მოიძიებ და გააკონტროლებ საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
- უზრუნველყოფ საბაჟო მომსახურებისთვის საჭირო გადარიცხვების დროულ შესრულებას;
- ითანამშრომლებ ბანკებთან, მიიღებ ინფორმაციას სავალუტო კურსების შესახებ და განახორციელებ ვალუტის შეძენას;
- აწარმოებ საბანკო დოკუმენტაციას, შეადგენ გადარიცხვების გეგმას და გააკონტროლებ გეგმა/ფაქტს;
- მოამზადებ ფულადი ნაკადების მართვისთვის საჭირო რეპორტებს.
რას ველოდებით შენგან?
- უმაღლეს განათლებას ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ფინანსურ ან საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
- Excel-ისა და MS Office-ის პროგრამების ცოდნას;
- საბანკო ოპერაციებისა და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების ცოდნას;
- პასუხისმგებლობას, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობას;
- ანალიტიკურ აზროვნებასა და ორგანიზებულობას;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარს.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ენთები აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ხაზინის ოპერატორი.

