ბკ ჰოლდინგ
ადმინისტრაციახარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 26 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სრული აღწერა
სამშენებლო კომპანია "ბკ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო დოკუმენტაციის ანალიზი.
- პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოების იდენტიფიცირება, რაოდენობების დათვლა და მოცულობათა უწყისის შედგენა.
- ფასების დადგენა და ხარჯთაღრიცხვაში ასახვა.
- ხარჯთაღრიცხვის წარმოება.
- შესრულებული სამუშაოს აქტების (ფორმა 2) წარმოება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით.
- სამშენებლო დოკუმენტაციის ანალიზის უნარი.
- რიცხვითი მონაცემების დამუშავების უნარი.
- დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი.
- პროგრამების ცოდნა (Autocad, Archicad, MS Office).
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე lninua@bkconstruction.ge არაუგვიანეს 2026 წლის 26 ოქტომბრისა და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
