ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 24 სექბოლო ვადა: 24 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
- ბენეფიტები
- პროფესიულ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს · სხვადასხვა ტიპის სარემონტო და კომერციულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
სრული აღწერა
"Decoline" - სამშენებლო და სარემონტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის, ნახაზების, ტექნიკური დავალებისა და სპეციფიკაციების საფუძველზე BOQ-ის მომზადება;
- სამუშაოების მოცულობების დათვლა და გადამოწმება;
- მასალების რაოდენობებისა და სპეციფიკაციების განსაზღვრა;
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალების ერთეულის ფასების განსაზღვრა;
- მომწოდებლებისა და ქვეკონტრაქტორებისგან ფასების მოძიება, შედარება და ანალიზი;
- სამუშაოსა და მასალის ღირებულების ერთმანეთისგან გამიჯვნა და პროექტის თვითღირებულების დათვლა;
- პროექტის სრული ბიუჯეტის მომზადება;
- არსებული BOQ-ების დეტალური შემოწმება და შესაძლო უზუსტობების/გამოტოვებული სამუშაოების იდენტიფიცირება;
- ცვლილებების (Variation Orders) შემთხვევაში დამატებითი/შემცირებული სამუშაოების ღირებულების დათვლა;
- პროექტის განხორციელების პროცესში ხარჯების კონტროლისათვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
- ტენდერებისა და კომერციული შეთავაზებებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
- რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობა და დადგენილ ვადებში დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის, მშენებლობის ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
- ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სამშენებლო-სარემონტო პროექტების BOQ-ის დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
- სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
- სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების ტექნოლოგიების კარგი ცოდნა;
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ფასების ცოდნა და ფასების მოძიების/შედარების გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი;
- მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
- ვადების დაცვის უნარი.
სასურველია:
- AutoCAD-ის ცოდნა და ნახაზებიდან რაოდენობების ამოღების გამოცდილება;
- CostX, PlanSwift, Bluebeam ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;
- სახელმწიფო ან კერძო ტენდერებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადების გამოცდილება;
- საერთაშორისო/კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატი ან კვალიფიკაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
- სხვადასხვა ტიპის სარემონტო და კომერციულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო და პასუხისმგებლობიან პოზიციას კომპანიაში, სადაც ხარჯთაღრიცხვა პირდაპირ უკავშირდება პროექტის კომერციულ შედეგს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: cv@decoline.ge.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
