ხარჯთაღმრიცხველი/შესყიდვების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 500+ ₾
- მისამართი
- თბილისი, ძმები კარბელაშვილების 1
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ; 10:00-18:00
სრული აღწერა
"სთათიქ ლინკში" ხარჯთაღმრიცხველის/შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსია გვაქვს!
"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2022 წელს. კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე სპეციალიზებულია საინჟინრო სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 2500 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე);
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების 1;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00.
რა ბენეფიტებს მიიღებთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- Fitpass;
- საწვავის ბარათი/ტალონი;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო;
- სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- პროექტის სავარაუდო ღირებულების გამოთვლა ნახაზებისა და სპეციფიკის საფუძველზე, არსებული სტანდარტებისა და მასალების შესაბამისად;
- მიმდინარე პროექტების ხარჯთაღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება;
- აქტებისა და შესრულებული სამუშაოების ღირებულების დამტკიცება;
- შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახრების ანალიზი დაგეგმილ ბიუჯეტთან მიმართებაში;
- პროექტის დასასრულს ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში საპროექტო და ტექნიკურ ჯგუფებთან კონსულტირება.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:
- სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინჟინერიის, ფინანსების ან ტექნიკური მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საინჟინრო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა;
- ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტაცია;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
- გასაუბრება.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@staticlink.ge
განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
STATIC LINK მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
