სასტუმრო Crowne Plaza Borjomi
ხარჯთაღმრიცხველი
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 27 ნოე
- ქალაქი
- ბორჯომი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 საათი
- მთავარი მოთხოვნა
- იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომი", რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე და არის ინტერკონტინეტალ სასტუმროების ჯგუფის წევრი (IHG) აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბორჯომი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიურად მოახდინოს MC-ში საქონლის შეტანა და გააკონტროლოს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ატვირთული ზედნადებები ერთობლივად კრედიტორული დავალიანების ბუღალტერთან.
- გაუწიოს კოორდინაცია და გააკონტროლოს საწყობის მუშაობა; შეამოწმოს საწყობის მდგომარეობა და მისი მუშაობა, განახორციელოს საწყობში არსებული დასახელებების დაუგეგმავი და მოულოდნელი დათვლა-აღწერა.
- თვის ბოლოს ჩაატაროს საწყობის ინვენტარიზაცია.
- ჩაატაროს საწყობის თვის ბოლოს დახურვის და საბუღალტრო სისტემასთან შედარების პროცედურები.
- გამოთვალოს საკვების და სასმლის რეალური ღირებულება ყოველი თვის ბოლოს, მათ შორის მენეჯერის და გასართობი ღონისძიებების ჩეკები, განსაკუთრებული (VIP) სტუმრების ტუალეტის/პირადი მოხმარების აქსესუარები.
- გამოთვალოს თანამშრომლების სასადილოს საკვებისა და სასმლის რეალური ღირებულება ყოველი თვის ბოლოს.
- მატერიალური დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში გადაამისამართოს საკითხი ფინანსურ დირექტორთან.
- ჩაატაროს სასმლის დაუგეგმავი/მოულოდნელი შემოწმებები კვებისა და სასმელების ობიექტებში და შეადაროს ლიტრაჟი მაიკროსის ქვითრებს, დიდი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში გადაამისამართოს საკითხი ფინანსურ დირექტორთან.
- იყოს ყურადღებით და მუდმივად განაახლოს შესაბამის პოლისებთ დაკავშირებული ცოდნა.
- იმოქმედოს «ქრაუნ პლაზა»-ს ეთიკის კოდექსის, შიდა საწარმოო პოლიტიკისა და სხვა შესაბამისი რეგულაციების შესაბამისად.
- აიღოს პასუხისმგებლობა დასრულებული ინვოისების კრედიტორული დავალიანების ბუღალტრისთვის დროულად მიწოდებაზე.
საჭირო უნარები:
- აუცილებელია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- უცხო ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- Materials და Micros პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია, სასტუმროში მუშაობის გამოცდილება.
გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 საათი;
- განთავსება;
- კვება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ subject-ში პოზიცია, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cpborjomi.com
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
