ხარჯთაღმრიცხველი
გამოქვეყნდა 7 ნოებოლო ვადა: 7 დეკ
- მისამართი
- ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13ბ
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)
- ბენეფიტები
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს · ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას · კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
საერთაშორისო სასტუმროთა ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესტ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
- ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13ბ.
ძირითადი მოვალეობები:
- კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი;
- ხარჯთაღრიცხვის მართვა და კონტროლი;
- ფასდაკლებების, გაუქმებისა და კორექტირებების ყოველდღიური კონტროლი;
- დეპარტამენტებს შორის კვებისა და სასმელების ტრანსფერების მონიტორინგი;
- ხარჯების მოცულობის მართვა და კონტროლი;
- მინიმალური და მაქსიმალური ნაშთის კონტროლი;
- სასმელებისა და საკვების ფასების კონტროლი საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად;
- დოკუმენტაციის სწორად შევსება და დაარქივება;
- თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- თვის რეპორტის მომზადება და მისი ანალიზი;
- შერჩევითი შემოწმება და თვის ინვენტარიზაციის პროცესის მართვა/კონტროლი;
- ინვენტარიზაციის სხვაობის (ზედმეტობა/დანაკლისი) შესაბამის დეპარტამენტთან ანალიზი.
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Fina-ში მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას;
- კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ხარჯთაღმრიცხველი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების გადახედვის შემდგომ.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
