ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახურის უფროსი აუდიტორი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების სფეროში
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახურის უფროსი აუდიტორი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
კატეგორია:
ხარისხის მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
26.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ბათუმი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
მონაწილეობას იღებს სააგენტოში ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემისათვის საჭირო პროცესების შემუშავების, დანერგვის, გამოყენებასა და გაუმჯობესებაში.
გეგმავს და ატარებს შიდა აუდიტს ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შეფასების მიზნით, მონიტორინგს უწევს შიდა აუდიტის შედეგებს.
შეიმუშავებს რეკომენდაციებს სისტემის გასაუმჯობესებლად.
სამსახურის უფროსის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგს უწევს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების პროცესების სწორად და სრულყოფილად განხორციელებას და აგროვებს და ამუშავებს მასალებს ხარისხის მართვის სისტემის ანალიზისათვის.
მონაწილეობას იღებს საზღვაო-საწვრთნელი და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების აუდიტის პროცესში. ასევე მონაწილეობს სააგენტოს მიერ განსახორციელებელ სხვა გარე აუდიტებსა და მონიტორინგებში.
წარადგენს წინადადებებს ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახურის უფროსის წინაშე რესურსების გამოყოფასთან დაკავშირებით
აგროვებს და აწვდის მასალებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირებს ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ანალიზისათვის.
შეიმუშავებს ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული გეგმის პროექტს.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემით გათვალისწინებული პროცესების ფუნქციონირებისა და მონიტორინგის შენარჩუნებისათვის საჭირო რესურსებისა და ინფორმაციის თაობაზე ხელმძღვანელობისთვის წარსადგენი წინადადებების შემუშავების პროცესში.
კონსულტირებას უწევს ISO 9001 და ISO 27001 სერიის სტანდარტთან დაკავშირებულ საკითხებზე სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს.
აღრიცხავს ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტაციას.
სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერთან ერთად განახორციელებს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევას და შემდგომში ახდენს მიღებული მონაცემების დამუშავებას.
პერიოდულად ამოწმებს დოკუმენტთა აღრიცხვის რეესტრის სისწორეს.
ამზადებს და ატარებს პრეზენტაციებს სააგენტოს თანამშრომლებისათვის საერთაშორისო ხარისხის მართვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სტანდარტის გაცნობის მიზნით და უზრუნველყოფს მათ გათვითცნობიერებას ISO-9001, ISO -27001 სერიის სტანდარტთან.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს საზღვაო კოდექსი;
- საქართველოს კანონი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“;
- საქართველოს კანონი„ საჯარო სამსახურის შესახებ“;
- „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის ბრძანება №1-1/585 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანება №1-1/592 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის №24 ბრძანება;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 თებერვლის N53 ბრძანება „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“;
- ისო 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნები;
- ისო 9000:2015 საფუძვლები და ლექსიკონი;
- ისო 19011:2018 მენეჯმენტის სისტემების აუდიტის ჩატარების გზამკლევი.
- ისო 27001:2022 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სტანდარტი.
- ISO 9001:2015 სტანდარტის ცოდნა;
- ISO 27001:2013 სტანდარტის ცოდნა;
- ISO 19011:2018 სტანდარტის საფუძვლიანი ცოდნა.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. N50
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (422) 27 49 25/2213
საკონტაქტო პირი:
მაია საათაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების სფეროში;
სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს შიდა აუდიტორის მოქმედი სერტიფიკატი-ISO 9001:2015;
სავალდებულოა ელ-მოდულებში მუშაობის გამოცდილება;
სასურველია უმაღლესი განათლება (მაგისტრის აკადემიური ხარისხი) საზღვაო სფეროში;
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გავლილი წამყვანი აუდიტორის კურსი ISO:9001:2015;
სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
სავალდებულოა კანდიდატს ატვირთული ჰქონდეს შიდა აუდიტორის მოქმედი სერტიფიკატი-ISO 9001:2015;
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი აღნიშნული თანამდებობისთვის;
კანდიდატის შეფასების ეტაპი განხორციელდეს ზეპირი დავალებით და გასაუბრებით.
კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატის შეფასება, საბოლოო ქულა გამოითვლება ზეპირ დავალებაზე და გასაუბრებაზე კანდიდატის მიერ მიღებული შეფასებების ჯამის საშუალო არითმეტიკულით. კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ჯამურ ქულად განისაზღვროს - 35;
ზეპირი დავალების მაქსიმალური ქულა -15
გასაუბრების მაქსიმალური ქულა - 20
კანდიდატის მიერ ზეპირი დავალების შესრულებისას და გასაუბრებისას მიღებული ქულები ჯამდება და განისაზღვრება კანდიდატის შეფასების ეტაპის საბოლოო ქულა.
კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
