ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 2 856 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ კოლეჯი ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის" მისიაა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებით/გადამზადებით ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა/გამოყენების ხელშეწყობა.
კატეგორია:
ხარისხის მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2856 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- ახდენს ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი სტანდარტების მოთხოვნათა ინტერპრეტაციას და პერსონალის კონსულტირებას ამ საკითხებში.
- გეგმავს, მონიტორინგს უკეთებს და აფასებს კოლეჯში არსებულ რესურსებს და მიმდინარე პროცესების სტანდარტებთან შესაბამისობას.
- ამზადებს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე ანგარიშებს.
- პერიოდულად ატარებს ტრენინგებს და კონსულტირებას უწევს პროფესიული განათლების მასწავლებლებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების შედგენა/წარმოებასთან დაკავშირებით;
- მონიტორინგს უწევს სტუდენტთა შეფასების პროცესს.
- მონიტორინგს უწევს KEEPIT სივრცეს.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
„პროფესიული განათლების შესახებ კანონი“;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ფანჯიკიძის 3
საკონტაქტო ტელეფონები:
593344303
საკონტაქტო პირი:
ნინო ქისტაური
დამატებითი მოთხოვნები:
სახელმწიფო ენის გამართულად ფლობა.
სასურველია ხარისხის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
საოფისე პროგრამების და ფაილების მართვის ფლობა.
მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის უნარის ფლობა.
რომელიმე (უპირატესად ინგლისური) უცხოური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პროფესიული განათლების სფეროში, ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ გვერდზე (vacancy.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით (ქართულ ენაზე) მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს;
- კანდიდატმა უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გასაუბრების ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1(ერთი) თვის ვადაში
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
