ხარისხის სამსახურის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 15 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- მისამართი
- ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. N20
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ
სრული აღწერა
შპს "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - მცხეთა" აცხადებს ხარისხის სამსახურის თანამშრომლის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. N20
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის სამედიცინო ისტორიების სისტემატური შემოწმება;
- შესრულებული სამედიცინო სამუშაოებისა და ჩანაწერების შესაბამისობის კონტროლი;
- სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორისა და სრულყოფილების შეფასება;
- ჩატარებული მომსახურების შესაბამისობის გადამოწმება სამედიცინო ჩანაწერებთან;
- ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენა და დაფიქსირება;
- გამოვლენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება;
- ხარისხის კონტროლის შედეგების აღრიცხვა და ანგარიშგება;
- საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი კონტროლის განხორციელება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- სამედიცინო განათლება;
- სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ყურადღება და სიზუსტე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე lmumladze@mmc.com.ge ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ხარისხის სამსახურის თანამშრომელი, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
