ხარისხის მონიტორინგის მენეჯერი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა მოტორსის გუნდში, ხარისხის მონიტორინგის მენეჯერის პოზიცია გვაქვს აქტიური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად კომპანიისა და ფილიალების კვარტლური ან/და ერთეულოვანი შემოწმების განხორციელება;
- კომპანიისა და ფილიალების სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება;
- შემოწმების შედეგად მიღებული შედეგების შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელებთან შეთანხმება;
- ხარისხის სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- შიდა სტანდარტებისა და პროცედურების გაუმჯობესებისთვის ახალი ინიციატივების შეთავაზება;
- არსებული პროცედურების გადახედვა და პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება;
- შეფასების პროცესის შედეგების პერიოდული ანალიზი და ხარისხის დეპარტამენტისთვის რეპორტინგი.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- პროცესების შეფასებისა და გაუმჯობესების ხედვა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება;
- ხარისხის მართვის, შიდა კონტროლის, აუდიტის ან მსგავს მიმართულებაში სამუშაო გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- HACCP-ის სისტემის დანერგვის, მართვისა და მონიტორინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ხარისხის მონიტორინგის მენეჯერი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

