ხარისხის მენეჯერი
- მისამართი
- ქ. ვანი, შპს "ჯეო ჰოსპიტალსის“ ვანის სამედიცინო ცენტრი
სრული აღწერა
„ჯეო ჰოსპიტალსი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 25 კლინიკას აერთიანებს - მათ შორის 15 სტაციონარსა და 10 ამბულატორიულ ცენტრს. უკვე 10 წელზე მეტია, რაც პაციენტებს უწყვეტ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ვთავაზობთ.
თბილისის გარდა, ჩვენი მრავალპროფილური კლინიკები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი.
ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით თითოეული პაციენტისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული.
თუ გსურთ უკეთ გაიცნოთ ჩვენი გუნდი, ეწვიეთ LinkedIn-ს პროფილს: Geo Hospitals | ჯეო ჰოსპიტალსი: Posts | LinkedIn www.linkedin.com — ბმულის გახსნა
"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ვანი, შპს "ჯეო ჰოსპიტალსის“ ვანის სამედიცინო ცენტრი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის/გაუმჯობესების შიდა პროგრამის მომზადება, დანერგვა და მართვა;
- სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების, მ.შ., სიკვდილობა, ნოზოკომიური ინფექციები, პაციენტის კმაყოფილება, პერსონალის კმაყოფილება და სხვ. დანერგვა, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების მონიტორინგი;
- კლინიკური აუდიტის სისტემის მართვა, დანიშნულებების კონტროლი და პოლიფარმაციის შემთხვევების იდენტიფიცირება;
- სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების ზედამხედველობა
- აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვის პროცესში ჩართულობა, მონიტორინგი, შიდა და გარე შეფასებებსა და გაუმჯობესების ციკლებში მონაწილეობა;
- გეგმური ანგარიშების მომზადება და სათავო ოფისისთვის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დიპლომირებული მედიკოსი და/ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრი (ან მათთან გათანაბრებული კვალიფიკაცია);
- ჯანდაცვის სექტორში (მ.შ. სამედიცინო და კონსალტინგური დაწესებულებები, სახელმწიფო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი) სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ტრენინგი/გადამზადება სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 27 ოქტომბერი
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი(ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს “ჯეო ჰოსპიტალსს”.
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯეო ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ხარისხის მენეჯერი, ქალაქში - ვანი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

