ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერი
- მისამართი
- ქ. თბილისი, გამრეკელის N19
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 09:30-18:30
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
სრული აღწერა
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტთა რეკლამაციების მიღება, რეგისტრაცია, ანალიზი და დროული დამუშავების უზრუნველყოფა;
- რეკლამაციების განხილვის პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან (ზარალები, ანდერრაიტინგი, გაყიდვები, ქოლ ცენტრი და სხვ.);
- რთული და ესკალირებული შემთხვევების მართვა, საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის დანიშვნა;
- რეკლამაციებზე რეაგირების ვადების კონტროლი და SLA-ების დაცვა;
- რეკლამაციების მიზეზების ანალიზი და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება;
- სამედიცინო დაზღვევის პროცესების ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება;
- ხარისხის სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება, განახლება და კონტროლი;
- მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების (CSAT, NPS და სხვა) დაგეგმვა, ანალიზი და შედეგების ინტერპრეტაცია;
- შიდა ტრენინგების ინიცირება/ჩატარება ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების განვითარების მიზნით;
- პერიოდული ანგარიშგება (რეკლამაციები, ხარისხის მაჩვენებლები, ტენდენციები) და რეკომენდაციების წარდგენა მენეჯმენტთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების, რეკლამაციების მართვის ან ხარისხის კონტროლის მიმართულებით
- სასურველია სადაზღვევო/ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
- MS Office-ის ცოდნა
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი
- კონფლიქტების მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
წარმატებებს გისურვებთ!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.
ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.
სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
