ხარისხის მართვის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 972 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ხარისხის მართვის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
კატეგორია:
ხარისხის მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
22.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1972 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
- დაწესებულების თვითშეფასების შედეგების ანალიზი, ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა მოქმედ სტანდარტებთან და ჩარჩო დოკუმენტებთან;
- ლექციების, სემინარებისა, მოდულის დადასტურების და პრაქტიკული მეცადინეობების მონიტორინგის მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- სტუდენტების, კურსდამთავრებულების, დამსაქმებლების და მასწავლებლების კმაყოფილების კვლევების შედეგების ანალიზი და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- დაწესებულების ავტორიზაციის, აკრედიტაციის ან/და სერტიფიცირების პროცესებისთვის მზადების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
- დაწესებულების პერსონალისთვის აქტუალურ საკითხებზე კონფერენციების, ტრენინგების, სემინარებისა და საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება და მონაცემების შეგროვება;
- სასწავლო პროცესის სასწავლო გეგმის შესაბამისად მონიტორინგის შედეგად მონაცემების ანალიზი და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- პროგრამის მოდულებში განსაზღვრული თემატიკის შესრულების მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- სასწავლო გარემოსა და სწავლების მეთოდების დაკვირვება, შეფასება და ანგარიშის მომზადება, ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;;
- სტუდენტთა შეფასების ინსტრუმენტების ანალიზი და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- მონაცემებზე დაყრდნობით (ჩარიცხვა, სტატუსის შეწყვეტა, კურსდამთავრება, დასაქმება, მობილობა) პროგრესისა და რეგრესის ანალიზი და ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- პერსონალისთვის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
- დაწესებულების საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სხვა ტიპის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
- დაწესებულების მისიის, სტრატეგიული და წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და ანგარიშგებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
- პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების შედეგების ანალიზი და ანგარიშის წარდგენა უშაულო ხელმძღვანელთან;
- პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სტუდენტების, კურსდამთავრებულების, მასწავლებლების, დამსაქმებლებისა და ინსტრუქტორების კმაყოფილების კვლევის შედეგების ანალიზი და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების სასწავლო პროცესის სტანდარტებისა და დამტკიცებული ცხრილის შესაბამისად მონიტორინგის შედეგების ანალიზი და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- ინკლუზიური პროფესიული განათლების შიდა სტანდარტების შესრულების მონიტორინგის შედეგების (ინდივიდუალური გეგმების დაცვა, ანკეტების შევსების დაცვა, სასწავლო პროცესის შესაბამისობა და სხვ.) შედეგების ანალიზი და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- სასწავლო - საწარმოო ობიექტებზე სასწავლო პროცესის წარმართვის დადგენილი შიდა სტანდარტების შესაბამისად მონიტორინგის შედეგების ანალიზი და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- სასწავლო - საწარმოო პრაქტიკაში მონაწილე სტუდენტებისა და ინსტრუქტორების კმაყოფილების კვლევის შედეგების ანალიზი და ანგარიშის წარდგენა უშაულო ხელმძღვანელთან;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც შეესაბამება დაწესებულების ინტერესებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი
- „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N 99/ნ ბრძანება;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის ბრძანება №42/ნ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ;
- „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N 69/ნ ბრძანება
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტები;
- საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ;
- პროფესიული სტანდარტის, საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის და მოდულის შემუშავების წესი;
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის N244 დადგენილება ,,პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე’’;
- საქართველოს განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის N115/ნ ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის წესდების დამტკიცების თაობაზე;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სსიპ -ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის შინაგანაწესი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მცხეთის რაიონი სოფ.წინამძღვრიანთკარი.ილია წინამძღვრიშვილის ქN2ა
საკონტაქტო ტელეფონები:
577 55 61 53;577 21 50 90
საკონტაქტო პირი:
ლამზირა აბაიაძე
დამატებითი მოთხოვნები:
ხარისხის მართვის სპეციალისტი შეიძლება იყოს პირი , რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება - მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი .
სასურველია:
ა) კვალიფიკაცია: განათლების მეცნიერებები ან ჰუმანიტარული მეცნიერებები ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ;
ბ) მუშაობის გამოცდილება განათლების მიმართულებით.
გ) განათლების ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.
ა) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) პრეზენტაბელურობა;
გ) შეხვედრების დაგეგმვისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
დ) შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
ე) სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
ვ) კრეატიულობა;
ზ)გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ( vacancy.hr.gov.ge)მეშვეობით.
- აუცილებელია კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კანდიდატების საყურადღებოდ:
ა/ სამუშაო ადგილად განისაზღვრება მცხეთის რაიონი სოფ.წინამძღვრიანთკარი . სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი.
ბ/ საშტატო პოზიცია ითვალისწინებს .09.00 საათიდან - 18.00 საათამდე სამუშაო დროს (ერთი საათი შესვენების დროით) .
გ/ საკონკურსო ეტაპების (საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების) წარმატებით გავლის შემდგომ , სავალდებულო დოუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ ,მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გამოსაცდელი ვადით.
დ)ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მიმდინარე შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
ე) იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება შერჩეული აღნიშნულ ვაკანსიაზე, მისი რეზიუმე შესაძლოა კომპანიამ შეინახოს 1 (ერთი) წლის ვადით მომავალში შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.
ვ) კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ამისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
