ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი
- ანაზღაურება
- 1 300 ₾
- ქალაქი
- რუსთავი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება შემდეგი სპეციალობიდან ერთ-ერთში: ლაბორანტი, ტექნოლოგი, ინჟინერი, ხარისხის მაკონტროლებელი, სამედიცინო მუშაკი, ფარმაცევტი, ქიმიკოსი.
- საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
- სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
- წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
- ქართული enis codna ( რუსული/უკრაინული ენის ცოდნა საშუალო დონეზე).
- კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
- კარგი მხედველობა და ხანგრძლივად ვიზუალური სამუშაოს შესრულების უნარი.
- წესების და ინსტრუქციების მკაცრად დაცვა.
- პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
- სწრაფი ათვისების უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი.
- ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა.
- მეტროლოგიური ანალიზების ჩატარება.
- პროდუქციის ნორმასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაცემა.
- საამქროს სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი.
სამუშაო პირობები:
ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო. სამუშაო გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება).
ანაზღაურება 3 თვის სწავლების პერიოდში 1300₾ ხელზე ან 7,77₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ ცვლებზე). სწავლების შემდეგ - 1800₾ - ან 10,76₾ საათში (დამოკიდებულია გამომუშავებ ცვლებზე).
სოციალური პაკეტი მოიცავს:
სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართული, რუსულ ენაზე ელ. მისამართზე: gogashvili.mari@caucasianpet.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1300
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
