Caucasian PET Company
სამედიცინოხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 27 ნოე
- ქალაქი
- რუსთავი
სრული აღწერა
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება შემდეგი სპეციალობიდან ერთ-ერთში: ლაბორანტი, ტექნოლოგი, ინჟინერი, ხარისხის მაკონტროლებელი, სამედიცინო მუშაკი, ფარმაცევტი, ქიმიკოსი.
- საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
- სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
- წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
- ქართული enis codna (რუსული/უკრაინული ენის ცოდნა საშუალო დონეზე).
- კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
- კარგი მხედველობა და ხანგრძლივად ვიზუალური სამუშაოს შესრულების უნარი.
- წესების და ინსტრუქციების მკაცრად დაცვა.
- პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
- სწრაფი ათვისების უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი.
- ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა.
- მეტროლოგიური ანალიზების ჩატარება.
- პროდუქციის ნორმასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაცემა.
- საამქროს სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი.
სამუშაო პირობები:
- ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო. სამუშაო გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება).
- ანაზღაურება 3 თვის სწავლების პერიოდში 1300₾ ხელზე ან 7, 77₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ ცვლებზე). სწავლების შემდეგ - 1800₾ - ან 10, 76₾ საათში (დამოკიდებულია გამომუშავება ცვლებზე).
სოციალური პაკეტი მოიცავს:
- სამედიცინო დაზღვევა;
- სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში;
- კორპორატიული მობილური ნომერი;
- კვება შესვენების დროს;
- პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე;
- FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართული, რუსულ ენაზე ელ. მისამართზე: gogashvili.mari@caucasianpet.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
