ხარისხის კონტროლის ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 000 ₾ / თვე
- მისამართი
- ქ. რუსთავი, თბ.- წთ. ხიდის მე-17 კმ
- სამუშაო გრაფიკი
- სრული, კვირაში 5 დღე
სრული აღწერა
სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესოს ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის ოპერატორის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
ფუნქცია-მოვალეობები:
· მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი და ობიექტური შეფასება;
· პროდუქციის შემოწმება, შესაბამისობის დადგენა მოთხოვნილ სტანდარტებთან და ტექნიკურ პარამეტრებთან;
· დოკუმენტაციის წარმოება;
· დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება;
· ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
· ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
· ობიექტური და დეტალებზე ორიენტირებული;
· პროფესიული განვითარებისადმი სწრაფვა
პიროვნული თვისებები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· მოწესრიგებული, პუნქტუალური;
· სწრაფი ანალიზისა და რეაქციების მქონე
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) და ყოველთვიური ბონუსი
კორპ.დაზღვევა
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ.- წთ. ხიდის მე-17 კმ.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ხარისხის კონტროლის სპეციალისტი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"პანექს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ხარისხის კონტროლის ოპერატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

