ხარისხის კონტროლის მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია - ჰიგიენური ქაღალდის საწარმო შპს „კრიალა“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოში შემოსული ნედლეულისა და დამხმარე მასალების ხარისხის კონტროლი;
- წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე ხარისხის სტანდარტებისა და ტექნოლოგიური პარამეტრების დაცვის მონიტორინგი;
- მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- მანქანა-დანადგარების მუშაობის პროცესის, ტექნიკური მდგომარეობისა და მოვლის სტანდარტების მონიტორინგი;
- საწარმოო პერსონალის მიერ სამუშაო ინსტრუქციების, ტექნოლოგიური მოთხოვნებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
- წუნისა და ხარისხობრივი შეუსაბამობების გამოვლენა, მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
- ხარისხის კონტროლის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება;
- ხარისხის გაუმჯობესებისა და საწარმოო დანაკარგების შემცირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა ნედლეულის, წარმოების პროცესის, მზა პროდუქციის ხარისხის, გამოვლენილი ხარვეზებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
- საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) ცოდნა; სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- ხარისხის კონტროლის ან საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
დამატებითი ინფორმაცია:
პოზიციის სპეციფიკის გათვალისწინებით, საწარმოო პროცესებისა და ხარისხის კონტროლის პრაქტიკული შესწავლა და სამუშაოს სპეციფიკის ათვისება მოხდება უშუალოდ სამუშაო ადგილზე.
სამუშაო განრიგი: კვირაში ექვსი სამუშაო დღე;
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 18:00 სთ, შაბათი -10:00-16:00 სთ,
დასვენების დღე - კვირა;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქუჩა # 50 ბ.
შენიშვნა : დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@kriala.ge ან დამიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 20 95 90 , Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@kriala.ge
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
