ესპრესო ჯორჯია
ადმინისტრაციაKey Account მენეჯერი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- 5 სამუშაო დღე
სრული აღწერა
"ESPRESSO GEORGIA" არის ყავის მარცვლის უმსხვილესი იმპორტიორი 2006 წლიდან. ასევე პრემიუმ ხარისხის სიროფების, ტოპინგების, კოქტეილების დანამატების, ცივი, თუ ცხელი სასმელების მოსამზადებელი ნედლეულის იმპორტიორი.
"ESPRESSO GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას Key Account მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (გამოცდილების შესაბამისად)
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელური მიმართულების გაყიდვების გეგმების შესრულება და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
- პარტნიორი კომპანიებისა და სავაჭრო ობიექტების ბრუნვის, გაყიდვებისა და ძირითადი პროდუქტების ანალიზი;
- ქსელურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პირობების მართვა;
- შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და დროული მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
- აქციებისა და პრომოაქტივობების დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობა;
- სავაჭრო ობიექტებზე მერჩენდაიზინგის სტანდარტების კონტროლი;
- გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება;
- დაქვემდებარებული მერჩენდაიზერის საქმიანობის მართვა, მონიტორინგი და შეფასება;
- გუნდისთვის მიზნების დასახვა, მხარდაჭერა და მოტივაციის უზრუნველყოფა;
- გაყიდვებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- მოლაპარაკებისა და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- შედეგებზე და მიზნებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- MS Excel-ის ცოდნა;
- 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: Espressogeorgia2006@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
